ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული. 

"თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, როდესაც კითხვაც კი არ გიჩნდებათ აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა, რატომ დააზიანა მანქანებში დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები. არ გიჩნდებათ კითხვები.ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, მომდევნო სამი წელიწადი დაგაკვირვებდათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. " მიმართა მოსამართლეს მელიამ და წყალი შეასხა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მელია პროცესიდან გააძევა.

საქალაქოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობენ. პროკურატურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მელიასთვის დაკისრებული გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი