პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს - შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდების მხარემ ცოტა ხნის წინ დააყენა.
მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000 -ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა პოლიტიკოსმა ის არ გადაიხადა, რის გამოც ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ფორმის გამოყენება მოითხოვა.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მელიას არალეგიტიმური პარლამენტის "საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობას ედავებიან, შესაბამისად არ არსებობს დანაშაულის ნიშნები "ნიკა მელიამ არალეგიტიმურ თავყრილობაზე მისვლაზე უარის თქმისთვის ბრალი არ უნდა წარდეგინოს" - განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი კონდახაშვილმა.
იხილეთ ასევე: