ეს ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციასა და დემორალიზაციას, მგონი დროა, პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარ ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენაზე | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: “პოლიციელ”დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა.

საკუთარ ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავის უღირს საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღეც აღინიშნება ხვალ!

შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი!

გომელაურის “წასვლა” ისე, რომ მას საკუთარ უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ “გუნდში” და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება … გარდა ერთისა!

მგონი დროა, პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარ ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე!

პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეულ მოქალაქეში ნდობა და სიყვარული, რითაც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს.

მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ: ”ვემსახურები საქართველოს”!"

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი