ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილ წყალდიდობას ნიგერიაში 88 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
უწყვეტი წვიმა ნიგერიაში კვირის დასაწყისში დაიწყო და წყალდიდობა გამოიწვია - სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. ნიგერიის ცენტრალურ შტატში 50-ზე მეტი სახლი განადგურდა.
Associated Press-ის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. სხვადასხვა შტატში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.