"საქართველომ ამ თვეში ოპოზიციის მეორე ლიდერი დააკავა" | POLITICO ნიკა მელიას დაკავებაზე წერს

გამოქვეყნდა:

"საქართველომ ამ თვეში ოპოზიციის მეორე ლიდერი დააკავა" - POLITICO "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე და მის დაკავებაზე ვრცელ მასალას აქვეყნებს

როგორც გამოცემა წერს, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლებში თავისი ძალაუფლება გაამყარა, რადგან მომიტინგეები და კრიტიკოსები ხელისუფლებას ქვეყნის პროდასავლური გზიდან გადახვევასა და მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებაში ადანაშაულებენ.

POLITICO აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ჯგუფები "ქართული ოცნების" მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, რადგან ისინი მტკიცედ ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

POLITICO წერს, რომ მელიას დაპატიმრება მოხდა ერთი დღით ადრე, სანამ მისი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. მისი ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, ბრალდებები შეთხზული იყო, რათა ოპოზიციის ლიდერი იძულებით მიეყვანათ იმ სხდომაზე, რომელსაც ის ბოიკოტს უცხადებდა.

"ეს არის ოპოზიციის ცნობილი ფიგურის მეორე დაკავება, ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. 22 მაისს, საქართველოს სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს - "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი წამყვანი წევრი - პატიმრობა შეუფარდა გაურკვეველი ვადით", - წერს გამოცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი