ვლადივოსტოკში „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოცხადდა | უკრაინამ რუსი საზღვაო ქვეითების ბრიგადას დაარტყა

გამოქვეყნდა:

დღეს დილით, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვამ მორიგი წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარა და რუსი საზღვაო ქვეითების ბრიგადას დაარტყა. წყაროების ცნობით, დაზიანდა სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ადგილობრივების ცნობით, ადგილზე მინიმუმ 10 სასწრაფო დახმარების მანქანა და ევაკუაციის ვერტმფრენი მივიდა. დაზიანებული ტექნიკა კი სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან სამხედრო „ურალებით“ გაიტანეს. რეგიონული ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ინციდენტის მიზეზი ორი გაზის ბალონის აფეთქება გახდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

„ვლადივოსტოკში „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოცხადდა. სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.

რუსეთის 155-ე საზღვაო ქვეითთა ​​ბრიგადა აქტიურად მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. კერძოდ, დოკუმენტირებულია მისი მონაწილეობა მარიუპოლში, ვუგლედარსა და კურსკის ოლქში გამართულ ბრძოლებში“, - აცხადებს წყარო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი