გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი - შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს.
ალ ნოვაისი ამ თანამდებობაზე პირველი ქალია. ის Rotana Hotel Group-ის მფლობელის ქალიშვილია.
პროტოკოლის თანახმად, საბჭომ შაიჰა ალ ნოვაისი აირჩია როგორც შემდეგი გენერალური მდივანი, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან დაიკავებს.
შეიხა ალ ნოვაისიმ თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პოსტს 2 ვადით იკავებდა. მიმდინარე წელს "ქართული ოცნების" მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.
როგორც უცხოური მედია წერს, პირველ ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა, შაიხა ნასერ ალ ნოვაისმა, რომელიც სრული აუტსაიდერი იყო მცირე გამოცდილებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რამაც მეორე ტური არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საბერძნეთის ქვეყნებს შორის შექმნა. პირველ ტურში ალ ნოვაისმა 16 ხმა მიიღო, საბერძნეთმა - 11, მექსიკას - 6, ხოლო განას - 2 ჰქონდა. მეორე ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა 24 ხმა მიიღო, ხოლო საბერძნეთმა - 11.