ნიგერიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ბოლო 60 წელიწადში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა. მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება და კიდევ ბევრი ადამიანია რისკის ქვეშ.
უწყვეტი წვიმა ნიგერიაში კვირის დასაწყისში დაიწყო და წყალდიდობა გამოიწვია - სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. ნიგერიის ცენტრალურ შტატში 50-ზე მეტი სახლი განადგურდა.