ჩემთვის ვფიქრობდი გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ გადავმდგარიყავი? - თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობიდან გადადგომას ფიქრობდა, თუმცა ხმამაღლა არსად უთქვამს. მისივე თქმით, გადადგომაზე საუბარი მას არც პრემიერმინისტრთან ჰქონია და მთავრობის მეთაურთან მხოლოდ კორონავირუსის მართვის საკითხებს განიხილავს:

მე არც ერთხელ არ განმიცხადებია რომ ვაპირებდი გადადგომას. ეს გააჟღერა ზოგიერთმა ტელევიზიამ, ასე, რომ თქვენ არ გაქვთ არგუმენტი რომ მე ერთხელ მაინც სადმე მეთქვას რომ ვაპირებ გადადგომას. ასეთი რამე არ მითქვამს. ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ არსად განმიცხადებია. ჩემთვის ვფიქრობდი გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ გადავმდგარიყავი?

მიზეზებზე მე რომ მდომოდა კომენტარის გაკეთება და საუბარი, ვისაუბრებდი... პრემიემინისტრთან არანაირი საუბარი არ მქონია. არც ერთხელ, ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია" ამბობს ცერვცაძე.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 1 ოქტომბერს გავრცელდა, თუმცა საავადმყოფოს პრესსამსახურმა იმავე საღამოს უარყო.

ერთ-ერთი ვერსიით, ცერცვაძეს ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირება აქვს და მას გადადგომა ამიტომ სურდა, თუმცა გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი