უკრაინის ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი, რომელიც ძებნილია, რუსეთში აკადემიკოსად აირჩიეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკოლაი აზაროვი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ აზაროვი ამჟამად გეოლოგიურ და მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიკოსად აირჩიეს, სპეციალიზაციით "სამთო მეცნიერებებში".

აზაროვის არჩევა პრეცედენტია. მედია წერს, რომ პირველად, ადამიანი, რომელსაც ნულოვანი ჰირშის ინდექსი აქვს (ინდიკატორი, რომელიც გამოითვლება პუბლიკაციების რაოდენობისა და სხვა სამეცნიერო ნაშრომებში მათი ციტირების საფუძველზე), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ყოფილ პრემიერმინისტრს, ნიკოლა აზაროვს, რომელიც უკრაინის ფარგლებს გარეთ იმალება და რუსეთის სპეცსამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობს, კიდევ 4 მუხლით წაუყენეს ბრალდება. მანამდე დასრულდა წინასწარი გამოძიება და სასამართლოს გადაეცა ბრალდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და ყოფილი პრემიერმინისტრის, აზაროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 2010 წელს რუსეთის სასარგებლოდ "ხარკოვის შეთანხმებების" ხელმოწერას ეხებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი