სომხეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიშს არ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

სომხეთი არ ადასტურებს აზერბაიჯანული მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და სომხეთი ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე არ არის ორიენტირებული. თუმცა, შუშან სტეპანიანი წერს, რომ განადგურდება ყველა ობიექტი, რომელის ყარაბაღის წინააღმდეგ გახსნის ცეცხლს.

აზერბაიჯანის მტკიცება, რომ სომხურმა სამხედროებმა სცადეს მილსადენის დაბომბვა, სიცრუეა. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ორიენტირებული არ ვართ. ამასთან, ყველა მილიტარისტული შენაერთი და ობიექტი, რომელიც ყარაბაღის წინააღმდეგ ცეცხლს გახსნის, განადგურდება, - წერს Twitter-ზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-აზერბაიჯანის მილსადენზე, სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, აზერბაიჯანულმა მედიამ და პრეზიდენტ ალიევის მრჩეველმა გაავრცელეს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი