"შიშის ზონა" საჩხერეში - ოკუპანტებმა გამყოფ ხაზად მდინარე ძირულას მონაკვეთი გამოიყენეს

გამოქვეყნდა:

ე.წ. შიშის ახალი ზონა საჩხერეში, მდინარე ძირულას ხეობაში. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით,  ოკუპანტებმა გამყოფ ხაზად სწორედ მდინარე ძირულას რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი გამოიყენეს და ახლა ე.წ. "შიშის ზონის" ფართობი 950 ჰექტარია, რაც, დაახლოებით, ოკუპირებული ცხინვალის ფართობს უტოლდება.

ქაცარავა განმარტავს, რომ ე.წ. შიშის ზონა ის ტერიტორიაა, რომელიც არ არის შემოსაზღვრული ოკუპანტების მიერ, მაგრამ გადის საოკუპაციო ხაზთან.  რუსი ოკუპანტები  კი სწორედ ე.წ. შიშის ზონებიდან იტაცებენ ადგილობრივებს.

დავით ქაცარავას თქმით, ამ მძიმე შედეგამდე ქვეყანა "ოცნების" მთავრობის კოლაბორაციონისტულმა და   არგაღიზიანების პოლიტიკამ მიიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი