გოგაშვილი მიდის - ახალი დავალება ივანიშვილისგან თუ "ოცნების" რღვევა?

გამოქვეყნდა:

სოსო გოგაშვილის წასვლას "ქართული ოცნებიდან", ოპოზიციაში ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ფორმალობაა და არ არის გამორიცხული პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მას ახალი დავალება მისცა, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. 

ვფიქრობ, რომ ეს არის სრული ფორმალობა- ეს, ვითომ და განქორწინება. რეალურად, შეიძლება, მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები, ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი "დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის". ისე, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ყველა ასეთია, გახარიათი დაწყებული, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე

ოპოზიციის ნაწილი კი შიდადაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველ გუნდში რღვევის პროცესი დაიწყო და ივანიშვილს მისი უახლოესი გარემოცვაც ტოვებს: 

"ქართულ ოცნებაში" მიმდინარეობს შიდა რღვევის პროცესები და თან, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირებიც, ცდილობენ, რომ განერიდონ "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ არავის არ უნდა, საფლავში ჩაყვეს ივანიშვილს და შესაძლოა, სწორედ შიდა დაპირისპირების შედეგი არის სოსო გოგაშვილის წასვლაც პარტიიდან, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

სოსო გოგაშვილის წასვლაზე კომენტარს არ აკეტებენ "ოცნებაში" . თავად გოგაშვილი კი "მთავართან" საუბარში მიზეზებს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ წასვლა ბიძინა ივანიშვილს შეუთანხმა, რომელმაც წარმატებები უსურვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი