საერთოდ არ მაინტერესებს რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი - გახარია

გამოქვეყნდა:

"საერთოდ არ მაინტერესებს რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი "მთავარი არხის" შეკითხვას, გოგაშვლის "ოცნებიდან" წასვლის შესახებ. გიორგი გახარია ამბობს, რომ მიზეზი არ იცის.

სოსო გოგაშვილი ქართული ოცნებიდან მიდის. მან ინფორმაცია დღეს თავად დაადასტურა, თუმცა მიზეზებზე არ ლაპარაკობს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენა. 

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა, მანამდე კი, 2014 წელს, შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი