პრეტენზია ვერ გვექნება აზერბაიჯანთან, ეს საშინაო საქმეა - თალაკვაძე დავითგარეჯზე

გამოქვეყნდა:

დღეს, 7 ოქტომბერს დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურამ კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი დააკავა. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ამ საკითხის საფუძვლიანი მოკვლევა, უპირველესად, შიდასახელმწიფოებრივი საქმეა და აუცილებლად უნდა დადგინდეს ყველა ის პირი, რომელიც "გარეჯის უმძიმესი საკითხის უკან დგას". 

პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაეწყო და ახლა ვალდებულია, რომ დაასრულოს. საქმე ეხება ქვეყნისთვის მნიშვენლოვან საკითხს და უამრავ კითხვას აჩენს ჩვენს მოქალაქეებში. ამიტომ მიუღებელია, ვიკითხოთ, რატომ დაიწყო საკითხზე გამოძება ახლა და ასეთი ფორმით, - თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რადგანაც საკითხი საშინაო საქმეს ეხება, პრეტენზია ვერ გვექნება აზერბაიჯანულ მხარესთან

გამოძიების მიერ გამოსაკვლევი დავითგარეჯის საქმე არის შიდასახელმწიფოებრივი, საშინაო საქმე და აქ არ შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ მხარესთან. პასუხი უნდა გაეცეს მძიმე შეკითხვას - რატომ გამოიყენეს ძველი რუკები დემარკაციის საკითხში. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 

ირაკლი სესიაშვილი კი ფიქრობს, რომ დავითგარეჯის საქმის გამოძიება სახელმწიფოებრივი საკითხია. 

კომისია იყენებდა და ხელმღძვანელობდა რუკით, რომელიც შეთანხმებაში არ იყო და ქვეყნისთვის საზიანო შინაარსი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს ვინ დგას ამ მძიმე ფაქტის უკან, - თქვა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. 

ცნობისთვის, 1958 წელს დაბადებული, ივერი მელაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი  და წლების განმავლობაში სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ამ დროისთვის, ივერი მელაშვილის გარდა, დაკავებულია დაკავებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნ.ი. (ნატალია ილიჩოვა). 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი