მეზობელი სახელმწიფოსთვის ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული ქმედება - რას ედავებიან მელაშვილსა და ილიჩოვას

გამოქვეყნდა:

სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი უფროსი და სასაზღვრო პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალი დღეს პირდაპირ პროკურატურაში წარუდგინეს. მათ გამოძიება საქართველოს ტერიტორიების მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემისკენ მიმართული ქმედებისთვის ედავება. 

მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ეს არის პოლიტიკური საქმე. მელაშვილისა და ილიჩოვას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ გამოკითხვაზე დაიბარეს და დაკავებას არ ელოდებოდნენ. 

პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს, სავარაუდოდ, სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც აღკვეთის საკითხი გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი 2 ოქტომბერს მთავარ  პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, ხოლო  დღეს, 7 ოქტომბერს ის პროკურატურამ დააკავა. მელაშვილთან ერთად დაკავებულია ასევე კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებაში."

ცნობისთვის, 1958 წელს დაბადებული ივერი მელაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი  და წლების განმავლობაში სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი