ოცნებისგან გარიყული - სოსო გოგაშვილი

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი არჩვენბის წინ ოცნების ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა და პარტიის თანადამფუძნებელი სოსო გოგაშვილი ქართლი ოცნების რიგებს ტოვებს.

სოსო გოგაშვილი ქართული ოცნებიდანაც წავიდა, თუმცა სად და რატომ ჯერ უცნობია. მმართველი პარტიის ანალიტიკური  სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი საჯარო განმარტებებს ჯერ არ აკეთებს, ამბობს რომ მზად არ არის  ღიად ილაპარაკოს მიზეზზე, რის გამოც ის გუნდი დატოვა, ვისთან ერთადაც 8 წლის წინ პოლიტიკაში მოვიდა. თუმცა ამტკიცებს, რომ ყველაფერი უკვე უთხრა   ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მის გადაწყვეტილებას  გაგებით შეხვდა.

ის რაზეც სოსო გოგაშვილს დღეს საჯაროდ საუბარი არ სურს, ორი დღის წინ ვრცლად დაწერა სოციალურ ქსელში. 5 წუთიან საკითხავში სახელწოდებით ტროას ცხენი ქართულ ოცნებაში ის ივანიშვილის პარტიის  8 წლიან მმართველობასა და დაშვებულ შეცდომებს  იხილავს. ქართული პოლიტიკის გოგაშვილისეული  ექსკურსი უფრო ოცნების თამაშს გარეთ დატოვებული ჩინოვნიკის აღიარებას ჰგავს. ვრცელ ფეისბუქ-სტატუსში ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის აგენტები მართავენ, მათ აბრალებს პარტიის ყველა წარუმატებლობას საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკაში, ამბობს რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა პარტიამ თავისების დასაცავად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი