
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ვისი ინიციატივითაც დააკავეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, საფრთხეს უქმნის ქვეყანას და მეზობელ სახელმწიფოს, რომელიც, ფაქტობრივად, ომშია ჩართული, პრეტენზიას უყენებს:
"ჩვენ ყველანი ვართ მოწმეები, როგორ იყენებდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ინტერესებისთვის სასამართლოს, პროკურატურას და ახლა ვხედავთ, რომ საგარეო პოლიტიკასაც იყენებს საკუთარი ინტერესებიოსთვის და საფრთხეში აგდებს ქვეყანას", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში, დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივით, მოეწყო კონფერენცია, სადაც საუბარი იყო საფრთხეებზე და, მათ შორის, თურქეთთან და დავითგარეჯთან დაკავშირებულ თითქოსდა საფრთხეებზე, თუმცა, მაშინ ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.