ამ დრომდე გაურკვეველია იმ უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობა, რომლებიც გუშინ კახეთში ორ სოფელში ჩამოვარდა.
აზერბაიჯანთან სასაზღვრო სოფელ უდაბნოში გაურკვეველი საფრენი აპარატის ნამსხვრევები, ადგილობრივებმა, სოფლის გამგებლის მოადგილის სახლის ტერიტორიაზე ნახეს.
ძალიან ძლიერი ხმაური იყო, კედლები ზანზარებდა. შეიძლება გარეჯიდან, ახლა სამხედროები მანდ რომ არიან, ცოტა დაძაბული მდგომარეობაა, შეიძლება იქიდან ისროლეს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამომძიებლო მოქმედებები გუშინ დაიწყო. გვიან ღამემდე მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველები და კრიმინალისტები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ოქტობერს, კახეთში, სასაზღვრო სოფელ უდაბნოს, ყვარლის სოფლებში კუჭატანსა და სანავარდოს, შორის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.