ყვარლის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს მეტ დეტალს, სავარაუდოდ, დღეს გაასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა გუშინ საღამოს, ყვარლის რაიონის სოფლებს კუჭატანისა და სანავარდოს შორის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივები "მთავართან" ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. 

ძალინ დიდი ხმა ჰქონდა. ადგილიც სულ დანგრეულია. აქა-იქ ეყარა ნაწილები და რაღაც მექანიზმიც ეგდო, კაბელები ეყარა. სავარაუდოდ, ან მართული ბომბი უნდა იყოს, ან უპილოტო ციფრები. რაღაც ეწერა წითლად, წარწერა ვერ წავიკითხე, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე უფრო მეტ დეტალს, სავარაუდოდ, დღეს გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ოქტომბერს კახეთში, სასაზღვრო სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფლებში კუჭატანსა და სანავარდოს შორის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი