დღეს დადასტურებული 472 შემთხვევიდან 230 აჭარიდანაა, 134 - თბილისიდან - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 472 ახალი შემთხვევეიდან 230 პაციენტი აჭარიდანაა, 134 - თბილისიდან

აჭარიდან გახლავთ 230 პაციენტი, თბილისიდან - 134 პაციენტი, იმერეთიდან - 68, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 8, ქვემო ქართლიდან - 8, გურიიდან - 8, სამცხე-ჯავახეთიდან - 8, კახეთიდან - 5,  შიდა ქართლიდან კი 6 პაციენტი - ამბობს ენდელაძე.

ამასთან, ენდელაძის თქმით, 60 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 49 მართვით სუნთქვაზეა და 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. 

აქვე, დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 318 ადამიანი, 3 კი გარდაიცვალა. 

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში თებერვლიდან 10 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 10 225
  • გამოჯანმრთელებულია - 5 553
  • მათ შორის გარდაცვლილია - 66
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 574
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 338
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი