პარლამენტის თბილისში გადმოტანამ, დეპუტატების საწვავის ხარჯები გაზარდა - IDFI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ნაცვლად, პარლამენტის თბილისში გადმოტანამ, დეპუტატების საწვავის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა - IDFI-ის კვლევა.

კვლევამ აჩვენა, რომ პარლამენტის წევრები საზღვარგარეთ მოგზაურობის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს კუთვნილი ავტომობილებით საქართველოშიც გადაადგილდებიან. უარს ამბობენ ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებზე და უფრო მაღალძრავიან ავტომობილებს მეტი კომფორტისთვის ირჩევენ.

პარლამენტარები,როდესაც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მივლინებაში, 2 ან თუნდაც 3 კვირით, ცალკეულ შემთხვევებში ამ თვეებშიც უფრო მაღალი იყო საწვავის მოხმარება, ვიდრე არასამივლინებო თვეში, ეს უბრალოდ აჩენს ეჭვებს იმის შესახებ, რომ პარლამენტარის ავტომობილს სხვა პირი იყენებდეს. პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების თვეების შედარება, აქაც გვხვდება ხარჯების ზრდა - ამბობს IDFI-ის ანალიტიკოსი დავით ერისთავი.

2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ მოიხმარა, ყველაზე დიდი მანძილი კი, დიმიტრი ხუნდაძემ გაიარა. დეპუტატებს მოგზაურობაში ხელი არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ შეუშალა და მათი ვოიაჟების სიხშირე მნიშვნელოვნად გაზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი