დეპუტატები ჰიბრიდულ ავტომობილებს არ წყალობენ - IDFI-ს კვლევით, საწვავის ხარჯი რეკორდულად გაიზარდა

გამოქვეყნდა:

IDFI-ს კვლევა აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების ნაწილი, ერთდროულად საზღვარგარეთ მივლინებაშიც იმყოფება და პარლამენტის კუთვნილი ავტომობილით, საქართველოს ტერიტორიაზეც  გადაადგილდება. დეპუტატები, უარს ამბობენ ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებზე და უპირატესობას უფრო მაღალძრავიან ავტომობილებს ანჭებენ, რაც საწვავის ხარჯს კიდევ უფრო ზრდის. 2019 წელს, საწვავის მოხმარების რეკორდსმენები,  ილია ნაკაშიძე, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, მამუკა მდინარაძე და ზაზა გაბუნია არიან, ყველაზე დიდი მანძილი კი დიმიტრი ხუნდაძემ გაიარა.

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება იყო პარლამენტიდან თბილისში გადმოტანის მთავარი მიზეზი, თუმცა idfi-ს კვლევამ აჩვენა, რომ დეპუტატებს არც საწვავი და არც მანძილი შეუმცირებიათ. საკანონმდებლო ორგანოს  ბალანსზე არსებული 98 ავტომობილი პარლამენტის 50 წევრს ემსახურება. მათ შორის ჰიბრიდული ძრავი მხოლოდ ერთს აქვს.

2019 წლის მონაცემებით ირკვევა, რომ დეპუტატებმა 42 ათასი კილომეტრის გასავლელად 5000 ლიტრი საწვავი მოიხმარეს.  2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.  მათ შორის, 2019 წელს საწვავის ყველაზე დიდი რაოდენობა დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ მოიხმარა რომელი 7791 ლიტრს შეადგენს. ყველაზე დიდი მანძილი  59946 კმ კი დიმიტრი ხუნდაძემ გაიარა.მათ შორის მხოლოდ ერთია ჰიბრიდული ძრავით. სხვა ავტომობილების საშუალო წვა 7,5 დან 16 ლიტრამდეა. შედარებისთვის- საფრანგეთში , რუმინეთსა და გერმანიაში სადაც საკანონმდებლო ორგანოში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული უფრო ნაკლები ავტომობილია გამოყოფილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი