უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები სოფელ უდაბნოსა და კუჭატანში. ორივე სოფელში ადგილზე სამართდლამცველები მუშაობენ.
მომხდარიდან მეორე დღეს, საგამოძიებო უწყებებს ჯერ ისევ არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როგორ მოხვდა ჭურვები და უპილოტო საფრენი აპარატები კახეთის ორ სოფელში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ოცნებიდან" ლექსო იოსელიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერსიები არ არსებობს. მისივე თქმით, სოფელ უდაბნოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
არანაირი პანიკა არ არის და სიმშვიდეა მოსახლეობაში და სიწყნარეა. გრძლედება საგამოძიებო მოქმედებები, ელოდებიან ექსპერტების ჩამოსვლას, მთელი საღამო მუშაობდნენ. ჯერჯერობით არანაირი ვერსია არ არის, - თქვა ლექსო იოსელიანმა
სოფელ კუჭატანის მოსახელობა ამბობს, რომ შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. მათვე თქმით, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი ერთ-ერთი ადგილობრივის ვენახში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე რიგი ვენახი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ოქტომბერს კახეთში, სასაზღვრო სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფლებში კუჭატანსა და სანავარდოს შორის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.