საარტილერიო შეტევა ტერტერის დასახლებაზე - კონფლიქტი ყარაბაღში გრძელდება

გამოქვეყნდა:

ქალაქი ტერტერი ისევ დაიბობმა. რამდენიმე საათის წინ დასახლებაზე საარტილერიო შეტევა განხორციელდა, ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

დღესვე, აზერბაიჯანის ცნობით შეტევა იყო  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე.

"მთავარის" გადამღები ჯგუფი უკვე მესამე დღეა ცხელი წერტილიდან მუშაობს - ნინო გაზდელიანი და ლევან კალანდია დამბომბილ ტერტერშიც ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად ორივე მხარე აცხადებდა, რომ დასათმობი არაფერი აქვთ და სამშვიდობო მოლაპარაკების ნიადაგს ვერ ხედავენ, თუმცა გუშინ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლო ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა დათმობებისთვის, თუ იგივე ნაბიჯს ოფიციალური ბაქოც გადადგამს.

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ლევან კალანდია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი