"მთავარის" გადამღები ჯგუფი კონფლიქტის ახალი ზონიდან - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარედ

გამოქვეყნდა:

ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება არ წყდება. აზერბაიჯანის ინფორმაციით, წუხელ სომხეთმა იერიში მიიტანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ახლა ადგილზე იმყოფება. უკვე მესამე დღეა ცხელი წერტილიდან მუშაობენ ნინო გაზდელიანი და ლევან კალანდია. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, მილსადენი არ დაზიანებულა, თუმცა, მათი თქმით, დაუშვებელია იერიშის მიტანა რეგიონის სტრატეგიულ ობიექტზე.

გუშინ საღამოს საათებში სომხურმა მხარემ ისროლა კასეტური ბომბი, რომელშიც 60 ჭურვი იყო. მათგან 56 ჯერ კიდევ საშიშია და მათ აქვე ავაფეთქებთ, რათა რეგიონული მასშტაბით სავალალო შედეგები არ გამოიწვიოს, - ამბობს აზერბაიჯანელი სამხედრო „მთავართან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად ორივე მხარე აცხადებდა, რომ დასათმობი არაფერი აქვთ და სამშვიდობო მოლაპარაკების ნიადაგს ვერ ხედავენ, თუმცა გუშინ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლო ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა დათმობებისთვის, თუ იგივე ნაბიჯს ოფიციალური ბაქოც გადადგამს.

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ლევან კალანდია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი