ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები უწყლობას აპროტესტებენ. უკვე წლებია 500- ზე მეტ ოჯახს, სასმელი წლის მოტანა მეზობელი სოფლებიდან უწევთ, რომელიც 5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სათავე ნაგებობასთან სასმელ წყალს სასათბურე მეურნეობების ხელმძღვანელები ითვისებენ, რის გამოც, მოსახლეობამდე წყალი აღარ მიდის.ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, სალიბაურში მცხოვრებლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა ადგილიბრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

სალიბაურში მცხოვრებლებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მიშა ბოლქვაძე, პარლამენტში შეხვდა და მათ, 31 ოქტომბრის შემდეგ, წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი