პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებისა და დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულთა ახლობლების მთელი ყურადღება გადატანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დრაბაზზე, სადაც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილონ.
სასამართლოს სხდომა უახლოეს საათებში უნდა ჩაინიშნოს.
ივერი მელაშვილის ადვოკატი, მისი დაცვისქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მელაშვილი სასასმართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს.
"ის თვლის, რომ ეს მისი ბრძოლაა და იბრძოლებს ბოლომდე" - აცხადებს ადვოკატი.
ბრალდების აბსურდულობის და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება, ასევე ნატალია ილიჩოვაც, რომელიც ივერი მელაშვილის მსგავსად, ბრალს არ აღიარებს და თავს დამანშავედ არ სცნობს - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ცოტა ხანში გაირკვევა.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია ნატალია ილიჩოვაც. მათ ბრალი დღეს იზოლატორში წარუდგინეს.