მმართველი პარტიის პოლიტიკური თამაშები, ისევე, როგორც "ოცნება", მარცხისთვისაა განწირული და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს საფრთხის წინაშე დაყენება არ გამოუვა - ასე აფასებს ოპოზიცია დავითგარეჯზე დაწყებულ გამოძებას.
ტყუილი ახლა ვერ გამოუვიდა ბიძინა ივანიშვილს - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები. ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ ივანიშვილის სურვილი იყო სააკაშვლისთვის პოლიტიკურად დაერტყა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ როდესაც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდება, აზერბაიჯანი საქართველოს ბევრ კითხვაზე პასუხს მოსთხოვს.
რესპუბლიკური პარტიის თამვჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ახლა ივანიშვილის მიზანია საკუთარი ინტერესების გათვალისწინება და მიხეილ სააკაშვილისგან "მტრის ხატი" შექმნას.
"ერთიანი საქათველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, დღეს საქმის პროკურორმა დაადასტურა, რომ გაჩნდა ტერიტორიების გადაცემის საფრთხე. ბუჯრანაძის თქმითვე, საუბარაია საფრთხეზე და არა რაიმე ტერიტორიის გადაცემაზე და დაკარგვაზე.
დაიბარებს თუ არა პროკურატურა საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრს, სალომე ზუაბიშვილს, ჯერ უცნობია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვიან და გადაწყვეტილება თავად პროკურატურამ უნდა მიიღოს.