IDFI-ს კვლევით, პარლამენტის თბილისში გადმოტანამ, საწვავის ხარჯი რეკორდულად გაზარდა

გამოქვეყნდა:

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ნაცვლად, პარლამენტის თბილისში გადმოტანამ, დეპუტატების საწვავის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა - IDFI-ის კვლევა აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების ნაწილი, ერთდოურლად საზღვარგარეთ მივლინებაშიც იმყოფება და პარლამენტის კუთვნილი ავტომობილით, საქართველოს ტერიტორიაზეც გადაადგილდება.

2019 წელს, საწვავის მონხარების რეკორდსმენები, ილია ნაკაშიძე, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, მამუკა მდინარაძე და ზაზა გაბუნია არიან, ყველაზე დიდი მანძილი კი დიმიტრი ხუნდაძემ გაიარა. პანდემიის დროს, ყველაზე მეტი სწავავი რატი იონათამიშვილმა მოიხმარა. 

ამ პეროდში განსაკუთრებულად მნიშნელოვანი იყო გვემუშავა ჩვე-ჩვენი სამიზნე ჯგუფების მიხედვით, მათ შორის აქტიურად ემუშავთ მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარ სამჟორიტარო ოლქებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი საჭიროებდა ჩვენს ყოველდღიურ კომუნიკაციას - ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ სხვადასხვა შშმ პირები ჩემი მანქანით ამ პერიოდშ წავიყვანე - მოვიყვანე. ახლა ამაზე, რომ მე ვიალაპარაკო, მგონია, რომ სირცხვილია ჩემი მხრიდან, ამბობს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი 

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ IDFI-ის ეს კვლევა სისულელეა. ზოიძის თქმით, ამდენი საწვავი არ მოუხმარია. 

ცნობისთვის, IDFI-ის კვლევის 2019 წლის მონაცემებით ირკვევა, რომ დეპუტატებმა 42 ათასი კილომეტრის გასავლელად 5000 ლიტრი საწვავი მოიხმარეს.  2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.  მათ შორის, 2019 წელს საწვავის ყველაზე დიდი რაოდენობა დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ მოიხმარა რომელი 7791 ლიტრს შეადგენს. ყველაზე დიდი მანძილი  59946 კმ კი დიმიტრი ხუნდაძემ გაიარა.მათ შორის მხოლოდ ერთია ჰიბრიდული ძრავით. სხვა ავტომობილების საშუალო წვა 7,5 დან 16 ლიტრამდეა. შედარებისთვის- საფრანგეთში , რუმინეთსა და გერმანიაში სადაც საკანონმდებლო ორგანოში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული უფრო ნაკლები ავტომობილია გამოყოფილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი