ვფიქრობ, რომ ბევრი სხვადასხვა ძალა საკუთარი პოზიციების გამოვლენისთვის იყენებდა ამ ინციდენტს - ანდრია ჯაღმაიძე

გამოქვეყნდა:

"ვფიქრობ, რომ ბევრი სხვადასხვა ძალა საკუთარი პოზიციების გამოვლენისთვის იყენებდა ამ ინციდენტს, ამ შემთხვევას" - ეს განცხადება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

მამა ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას აფასებს, როდესაც სასულიერო პირმა პატრიარქის ტახტიდან ილია მეორეს ჩამოშორების გეგმაზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები.

მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფის მხილება გარკვეული ჯგუფების მხრიდან სათავისოდ იყო გამოყენებული.

„მეუფე იაკობის ეს განცხადება ძალიან ინტენსიურად იქნა გამოყენებული ინსტიტუციის ირგვლივ კიდევ ერთი მძაფრი სიუჟეტის ასაგორებლად. გასაგებია, რომ ეს განცხადება ჩარჩოებიდან გამოდის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი სხვადასხვა ძალა საკუთარი პოზიციების გამოვლენისთვის იყენებდა ამ ინციდენტს, ამ შემთხვევას. ამიტომ, თუ ამას ვგულისხმობთ პროცესების მართვაში, ვფიქრობ, რომ ვიღაც ყოველთვის იყენებს ამას“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი