რამდენად დაცულია საქართველოს საჰაერო სივრცე და რაზე მიუთითებს გუშინდელი შემთხვევა, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა მსხვერპლს შეთხვევით გადაურჩა. სპეციალისტებმა სოფელ უდაბნოში ჩამოვარდნილი აპარატის ნამსხვრევების შესწავლა დაიწყეს, თუმცა, მათი წარმომავლოვბა და ის, თუ საიდან მოხვდა საფრენი აპარატები საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერ დაუდგენელია, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ექსპერტები სოფელ უდაბნოში და ყვარლის მუნიციპალიტეტში უპილოტო საფრენი აპარატებისა და გაურკვეველი ჭურვების ჩამოვარდნას აფასებენ.
ისინი ამბობენ, რომ უდაბნოში ჩამოვარდნილი აპარატი ე.წ. კამიკაძე-დრონია, რომელიც სამხედრო დანიშნულებისაა, შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ფრენა და 23 კგ ტვირთის გადატანა, ამავე დროს, მას შეუძლია დაუსხლტეს რადარებს. სპეციალისტების თქმით, არაა გამორიცხული, ეს იყოს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მცდელობა.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს კახეთში, სასაზღვრო სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფლებში კუჭატანსა და სანავარდოს შორის უპილოტო საფრენი აპარატები და ჭურვები ჩამოვარდა.