ნიკა ლალიაშვილი არის КГБ-შნიკი, "დავერბოვკებული" სხვადასხვა სახის ფარული კადრებით - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც ტვ იმედის გენდირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი ფიგურირებს და სადაც ის ჟურნალისტებთან დიალოგში ამბობს, რომ ნომერ პირველი მტერი "მთავარი არხი" და ნიკა გვარამიაა.   

"ნიკა ლალიაშვილი არის "კაგებეშნიკი", დიდი ხანია დავერბოვკებულია უშიშროების მიერ, სხვადასხვა სახის ფარული კადრებით, ის იჯდა, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების დროს, უშიშროების ანაზღაურებაზე და ის არის ასევე, დაბადებით "კაგებეშნიკი" ლაშა ნაცვლიშვილის მოკავშირე - აი ეს არის ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობა, - ამბობს "მთავარი არხის" გენდირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში "დღის სტუმარი".

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს სკანდალური აუდიოჩანაწერები გაასაჯაროა, რომლებიც "იმედის" ჰოლდინგში შემავალი "მაესტროს" ბიზნეს გადაცემის ჟურნალისტმა გააკეთა.

დიალოგიდან ირკვევა, რომ ლალიაშვილის გაღიზიანება კრიტიკულმა სიუჟეტმა გამოიწვია, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაგეგმილ საბაგიროს მშენებლობას ეხებოდა.  სიუჟეტის ეთერში გასვლას თბილისის მერიაში ეწინააღმდეგებოდნენ და "ნერვიულობდნენ".

ამის შემდეგ კი ლალიაშვილმა ჟურნალისტთან საუბარში თქვა, რომ "იმედის" მისია "მთავარ არხთან", ნიკა გვარამიასთან და "ენმ"-სთან ბრძოლა იყო და მისთვის სარედაქციო თავისუფლება უბრლოდ - ფანტომია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი