მოსამართლემ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

მოსამართლემ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მელაშვილსა და ილიჩოვას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულების მიმალვის საფრთხის მოტივით, პროკურატურა აღკვეთის სახედ, პატირმობას ითხოვდა, ივერი მელაშვილს გირაოც არ შეუთავაზებია, ილიჩოვას დაცვამ კი მისი 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე დღეს ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

ირკვევა, რომ პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც კომისიის დაკავებული წევრების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, მამა კირიონია

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი