ამ გადაწყვეტილებას ველოდი - ივერი მელაშვილის მეუღლე

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მელაშვილის ცოლმა მცირე კომენტარი გააკეთა- მართალია ეს მარიონეტები არაფერს იზამენ, მაგრამ ვფიქრობ რაღაც გზა გამოჩნდება და ვინმე მაინც სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს - ამობს თამარ სულაძე.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს. როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა და ეს გადაწყვეტილება უკანონოა. გასაჩივრებას გეგმავს ნატალია ილიჩოვას დაცვაც.

"მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა ვფიქრობ, საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე იხელმძღვანელა მოსამართლემ. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ და გავაგრძელბთ ბრლადებულების დაცვას" - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი