თბილისი ცენტრალში ყველა სავაჭრო ობიექტი და ოფისი დაიკეტა

გამოქვეყნდა:

"ოქროს ბირჟის" შემდეგ თბილისი ცენტრალში ყველა სავაჭრო ობიექტი და ოფისი დაიკეტა. "მთავარ არხს" ადგილზე უთხეს, რომ თბილისი ცენტრალის მაღაზიებისა და ოფისების დროებით დაკეტვის მიზეზი, რამდენიმე დღის წინ, თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ ოქროს ბირჟის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსით დაინფიცირებაა. 

ამ ეტაპზე ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ტერიტორიას დეზინფექცია უტარდება. თუმცა რკინიგზის სადგური არის ერთადერთი, რომელიც მუშაობას განაგრძობს. 

ადგილზე მისულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ შენობაში არსებული ყველა სავაჭრო ობიექტი და ოფისი რამდენმე დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება. ხოლო მაღაზიებისა და ოფისებში მომუშავე პირები ვადლებული არიან, რამდენიმე დღის განმალვობაში, თვითიზოლაციაში იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს თბილისი ცნეტრალში მდებარე "ოქროს ბირჟა" 2 კვირით დაიკეტა, რადგან კორონავირუსი რამდენიმე თანმშრომელს დაუდასტურდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი