"ქართული მარში" დავითგარეჯში მსვლელობისას "მთავარი არხის" კითხვამ გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული მარშის" წევრები დავითგარეჯში დაუპირისპირდნენ, სადაც სანდრო ბრეგაძე საკუთარი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა.

"მარშის" წევრების მტკიცებით, ადგილზე გარეჯის ოკუპაციის გასაპტროტესტებლად ჩავიდნენ. აგრესიულად გნაწყობილი აქტივისტების გაღიზიანება კი "მთავარი არხის" კითხვამ გამოიწვია - რატომ ემთხვეოდა მათი ქმედებებები რუსეთის ინტერესებს.

სამართალდამცველებს აქტიურად არ უცდიათ დაპირისპირების აღკვეთა და ჟურანლსიტისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელთა შეჩერება. 

რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფების "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელიც, მისი მტკიცებით, დავით გარეჯში დღეს ოკუპაციის გასაპროტესტებლად ჩავიდა, ამბობს, რომ თუ დავით-გარეჯის ოკუპაცია კრემლის ინტერესებია, მაშინ დასავლური პოლიტიკა მამათმავლების დაცვაა:

„თუ დავით-გარეჯის და საქართველოს ტერეტორიული მთლიანობის დაცვა კრემლის ინტერესები არის და მამათმავლების დაცვა არის დასავლური პოლიტიკა, მაშინ ყველაზე დიდ დისკრედიტაციას დასავლეთს უკეთებს ის ხალხი, ვინც ამას ამბობს და ლაპარაკობს. ჩვენ ოკუპირებული გვაქვს აფხაზეთი, ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი და ჯერჯერობით ოკუპირებულია დავით გარეჯიც. ჩვენ ყველა ეს რეგიონი უნდა გავათავისუფლოთ ოკუპაციისგან.“ - ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი