ამ სენსიტიური თემით აპელირება ქვეყანას აზიანებს - მესამე სექტორი დავითგარეჯის საქმეზე

გამოქვეყნდა:

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ივერი მელაშვილის მეუღლეს პროკურატურის ბრალდების არ სჯერა. თამარ სულაძე ამტკიცებს, რომ გამომძიებლები ბინძურ პოლიტიკური დაკვეთას მოსამართლის დახმარებით ასრულებენ. მეცნიერის მეუღლე დღეს მთელი დღის განმავლობაში ჯერ წინასწრი დაკავების იზოლატორს, შემდეგ კი ე.წ. მატროსოვის ციხეს არ მოშორებია. 

დაკავებული მეცნიერი უფლებადამცველმა ციხეში მოინახულა. ივერი მელაშვილი ადვოკატთან შეთანხმდა, რომ ბრძოლას სამართლებრივად გააგრძელებენ და უკანონობას არ შეეგუებიან.

ედუარდ მარიკაშვილი ამტკიცებს, რომ საქმეში დევს მტკიცებულებები, რომლებიც ვერ გამოდგება პროკურატურის ბრალდების დასამტკიცებლად. ირკვევა, რომ საქმის მასალებში კომისიის სხვა წევრების, კომისიის თავმჯდომარის, მამა კირიონის და მათ შორის დავით ხიდაშელის ჩვენებები დევს. ეს უკანასკნელი არის პირი, რომლის სახელსაც უკავშირდება, რუსეთიდან ამ რუკების ჩამოტანა და მის საფუძველზე მეცნიერებისთვის ბრალის წარდგენა.

მეცნიერი ივერი მელაშვილი, საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად, იმისა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოზე კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მელაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებდა.

მეცნიერი არ ეთანხმება არც სასამართლოს გადაწყვეტილებას და არც პროკურატურის პოზიციას, სწორედ ამიტომ მან უარი თქვა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებაზე. სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა მეცნიერმა მოსამართლეს ემოციური სიტყვებით მიმართა და ეცადა აეხსნა მისი უდანაშაულობა. 

რუკების საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნატალია ილიჩოვა ცდილობდა მოსამართლისთვის აეხსნა, რომ ბრალდება რასაც პროკურატურა მას და ივერი მელაშვილს ედავება აბსურდულია და რეალურად ქვეყნის საზიანოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. 

არჩევნებამდე თითქმის რამდენიმე კვირით ადრე მოქალაქეებისათვის სენსიტიური თემის ამოწევა და ამით აპელირება, მხოლოდ ქვეყანას აზიანებს - ასე შეაფასა მესამე სექტორმა მეცნიერების წინასწარ პატიმრობაში დატოვება. რუკების საქმემ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საბურავების სამქე გაახსენა და განმარტეს, რომ ხელისუფლება მსგავს საქმეებს სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში აცოცხლებს და შედეგი რეალურად ვერ დგება. სწორედ ამიტომ მესამე სექტორი ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

რუკების საქმეს, პოლიტიკურად მოტივირებულს ხელისუფლების ოპონენტებიც უწოდებენ. პოლიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი რუსეთიდან მართულია, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. 

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში დატოვებას, ხვალ ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. რის შემდეგაც არ არის გამორიცხული, რომ საქმე ქვეყნის ფარგლებს გასცდეს და სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი