ახლა გამოძიების დაწყებას პოლიტიკური მოტივი აქვს - ბოდბის ეპისკოპოსის სკანდალური განცხადება

გამოქვეყნდა:

გარეჯის სამონასტრო კომპლექში დღეს რადიკალური ნაცისტური ჯგუფის წევრები ჩავიდნენ. ახლა, როცა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და საქართველო, ფაქტობრივად, პრეტენზიას უყენებს მეზობელ ქვეყანას, "ქართული მარშის"  წარმომადგენლები ამბობენ, რომ გარეჯიც ოკუპირებულია და უნდა გაათავისუფლონ.

ქართული მარშის წევრები "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი ლიდერები რუსეთთან კავშირზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.

დავითგარეჯის თემა დღეს სასულიერო წრეებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ბოდბის მთავარეპისკოპოსი გამოძიების დაწყების შემდეგ პირველად გამოეხმაურა საკითხს და სკანდალური განცხადებაც გააკეთა.

მეუფე იაკობი ღიად ამბობს,  რომ   ის, რაც პროკურატურას ახლა გაახსენდა, მისთვის ცნობილი დიდი  ხნის წინ იყო, თუმცა ახლა დაწყებულ გამოძიებას, მღვდელმთავარი, პოლიტიკური მოტივის გარეშე ვერ ხედავს.

დღეს სასულიერო პირმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წაყენებული ბრალის გასამყარებლად მტკიცებულებები  უმოკლეს დროში გაასაჯაროვოს, სხვა შემთხვევაში კი, მისი თქმით, შოთაძის უწყებას არ ენდობა.

მეუფე იაკობს დღეს "მთავარმა" შეკითხვა გარეჯელი სასულიერო პირის, არქიმანდრიტ კირიონის შესახებაც დაუსვა, ვისი ჩვენებაც გახდა საფუძველი დაეკავებინათ კომისიის ორი წევრი უმძიმესი ბრალდებით. რატომ დუმდა მამა კირიონი წლების განმავლობაში, ამაზე საპატრიარქოში ერთი პასუხი აქვთ - ბერი კირიონი გარეჯის თემაზე წუხდა.

დავითგარეჯის თემას, რომ უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე პროკურატურაში დაწყებული გამოძიებაა, არ დაობენ სპეციალისტები.  თამარ მესხი ბერი კირიონის გააქტიურებას მაღალი იერარქიის სასულიერო პირების გავლენებით ხსნის.

ერთ-ერთი ასეთი პირი, ვისაც მესხი ასახელებს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანია, რომელიც დღეს "თავარის" ზარებს არ პასუხობდა. საეკლესიო საკითხების სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მღვდელმთავარი ჯამდელიანი რუსული სცენარით მოქმედებს და მტკიცებულებად მეუფე გიორგის ბოლოდროინდელი აქტივობა მოჰყავს- რამდენიმე თვის წინანდელი დაპირისპირება მარნეულში, სადაც ისევ "ქართული მარში" აქტიურობდა.

დავითგარეჯის ირგვლივ საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთდროულად გააქტიურდა, საპატრიარქოს პოზიცია თითქმის სრულ თანხვედრაშია საგამოძიებო უწყების ვერსიასთან, თუმცა დღეს, როცა გავლენიანმა მღვდელმთავარმა ღიად თქვა, რომ მას დავითგარეჯის პრობლემაზე წლების წინ ჰქონდა ინფორმაცია, კითხვები აღარ რჩება, რატომ გაააქტიურა "ქართული ოცნების" პროკურატურამ გარეჯის თემა არჩევნებამდე 22 დღით ადრე.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი