ლაშა ნაცვლიშვილი თავის მართლების რეჟიმში გადადის და ივანიშვილს ხოტბას ასხამს

გამოქვეყნდა:

ლაშა ნაცვლიშვილი ისევ უარყოფს, მაგრამ მას უკვე მეორე ადამიანი ადანაშაულებს პატრიარქის საწინააღმდეგო ფარული ჩანაწერებით ვაჭრობაში. ნიკა გვარამიამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის კომპრომეტირებაში ივანიშვილის მთავარი იდეოლოგი დავით საყვარელიძემ დაადანაშაულა. დღეს ნაცვლიშვილი ისევ თავს იმართლებს და ბიძინა ივანიშვილისთვის ხოტბის შესხმით მისი რისხვის თავიდან არიდებას ცდილობს. მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე - უცნობია. დეპუტატი, პროკურორი და იდეოლოგი ნაცვლიშვილი ცნობილია ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად პოლიტიკური სიმპატიების რადიკალური შეცვლის ჩვევით.

პატრიარქის და ბიძინა ივანიშვილის ნაყოფიერ ურთიერთობაზე "ოცნების" მთავარი პროპაგანდისტი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც წლების წინ კარგად დაგეგმილი სცენარი წყალში ჩაეყარა. ირკვევა, რომ 2013 წელს ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც, მაშინ, მთავარი პროკურორის თანაშემწის პოზიციას იკავებდა, ჟენევაში ნიკა გვარამიას შეხვდა და მილიონების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილზე კომპრომატები შესთავაზა. ჩანაწერები,რითაც ნაცვლიშვილი ვაჭრობდა, ნიკა გვარამიას თქმით, მძიმე მოსასმენი იყო. მას შემდეგ რაც აუდიო ფაილების სანაცვლოდ მილიონები ვერ მიიღო, უკან დაიხია და ჩანაწერები სამომავლოდ, ახალი ვაჭრობისთვის შეინახა.

"მთავარი არხის" დირექტორს "ოცნების" რუხი კარდინალი სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურა.
ნაცვლიშვილი წერს, რომ ჩანაწერებით ვაჭრობა მის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური სპექტაკლის ნაწილია და მითიურ ჩანაწერებს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

არადა ლაშა ნაცვლიშვილი ჩანაწერებით ვაჭრობაში ჯერ კიდევ 2017 წელს დავით საყვარელიძემ ღიად ამხილა.

ფაქტის გასაჯაროების შემდეგ "ოცნების" მთავარი იდეოლოგი თავის მართლების რეჟიმში გადავიდა და პარტიის ლიდერს ხოტბას არ აკლებს. სამთავრობო ტელევიზიების ეთერებში ბიძინა ივანიშვილს ნაცვლიშვილი ვრცელ დითირამბს უძღვნის. წინასწარ კარგად ნაფიქრი და გააზრებული ტექსტით კი პარტიის თავმჯდომარეს მორჩილებას ღიად უცხადებს.

ლაშა ნაცვლიშვილი წლებია "ოცნების" მთავარი იდეოლოგი და პიარ კონსულტანტია. შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი და 6-ე მოწვევის პარლამენტის წევრი პოლიტიკიდან ხან მიდის, ხანაც კი უკან ბრუნდება. განსაკუთრებით აქტიური 2009 წელს იყო, როდესაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები რუსთაველზე საკნებისა და კარვების თანხლებით მიმდინარეობდა. ამ დროს, ნაცვლიშვილმა რუსულ გამოცემას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვრცელი ინტერვიუ მისცა. 

2012 წელს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე, ლაშა ნაცვლიშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

როგორ შეიცვლება მისი დამოკიდებულება არჩევნების შემდეგ, თუ სახელისუფლებო პარტია მოგებას ვერ შეძლებს, ჯერ არავინ იცის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი