დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარიდანაა

გამოქვეყნდა:

დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე მათგან მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და ისინი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდნენ.

გარდაცვლილები 65 წლის კაცი და 76, 80 და 90 წლის ქალები არიან.

გარდაცვლილ 2 პაციენტზე ინფორმაცია, ამ დროისთვის, უცნობი.

აჭარაში დღეს კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კლინიკებში მკურნალობას 539 პაციენტი აგრძელებს, მათგან 13 არასრულწლოვანია 22 კი, ორსული.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დაასტურდა, 253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი