
პოლონეთმა 30-ზე მეტი დიპლომატი ბელარუსიდან გაიწვია. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, დიპლომატების ვარშავაში დაბრუნება მინსკის ინიციატივა იყო.
მინსკს ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა ლიეტუვასთანაც. ორივე მეზობელ ქვეყანას - პოლონეთსაც და ლიეტუვასაც, ბელარუსი ქვეყნის საშიანო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს ქვეყანაში პოლონელი დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვა. შედეგად, 30-ზე მეტი დიპლომატი ტოვებს მინსკს და ბრუნდება ვარშავაში, - ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი.
როგორც Reuters წერს, ბელარუსიდან ლიეტუვაში 5 დიპლომატი დაბრუნდება და ლიეტუვა იმედს იტოვებს, რომ "ეს ნაბიჯი საკმარისი იქნება, რათა შედგეს მინსკთან მოლაპარაკებები".
აქვე, პოლონეთისა და ლიეტუვას სოლიდარობის მიზნით, 8 ქვეყანამ, მათ შორის, რუმინეთმა, გერმანიამ და ჩეხეთმა საკუთარი ქვეყნების დიპლომატების მინსკიდან გაწვევა მოითხოვეს.