„ქართულ ოცნებას“ დათმობის გარდა სხვა არჩევანი აღარ რჩება. პოლიტპატიმრებმა მათი საკითხი მოლაპარაკების დღის წესრიგიდან მოხსნეს. დღეს ციხიდან წერილების სერიამ ქვეყნაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.
დღეს საპატიმრო დაწესებულებიდან სამმა პოლიტპატიმარმა, გიგი უგულავამ, გიორგი რურუამ და ბესიკ თამლიანმა წერილები გამოაქვეყნეს.
გიგი უგულავამ ოპოზიციას სთხოვა პოლიტპატიმრების თემა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დღის წესრიგიდან ამოიღონ. ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს პოლიტპატიმრების წერილების სერიამ შექმნა.
ყველა, ვინც 20 ივნისის შემდეგ ციხეში მოხვდა, ფიქრობს, რომ მთავარია პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემის მიღება და მოლაპარაკების გასამარტივებლად პოლიტპატიმრების თემა დღის წესრიგიდან უნდა ამოიღონ.
პოლიტპატიმრების ამ წერილებმა დღეს ქვეყნაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ გზავნილით ციხეში გაშვებულებმა ხელისუფლებას აღარ დაუტოვეს თემა სპეკულაციისთვის და ეს მათ ღირსეული ნაბიჯია.
პოლიტპატიმრების წერილების შემდეგ, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილი ხელისუფლება, არა შედეგს, არამედ პროცესს აფასებდა. დღეს მათთვის საუბრის მთავარი თემა იყო, შეუთანხმდნენ თუ არა პოლიტპატიმრები წერილების შინაარსზე წინასწარ ოპოზიციას, არადა ამ წერილებში მთავარი პოლიტიკური შედეგია, რომ მოლაპარაკებათა დღის წესრიგიდან მოუხსნა თემა, რომელიც დიდი დაპირისპირების საგანი იყო.
„ოცნებაში“ ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენას კვირის ბოლომდე აპირებენ. მმართველი პარტიის პირობა ასეთია, მათ შეთავაზებას კანონპროექტად იმ შემთხვევაში გადააქცევენ, თუ ოპოზიციის მხრიდან ნაწილობრივი კონსენსუსი მათ ვერსიაზე იქნება. მათი ვარიანტი კი 110 პროპორციულ, ხოლო 40 მაჟორიტარს ითვალისწინებს.