გერმანიიდან ჩამოსული საქართველოს 2 მოქალაქე კარანტინში არ გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

გერმანიიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქე ტემპერატურის გაზომვის გარეშე აეროპორტიდან პირდაპირ სახლში გაუშვეს. მოაქალაქეები ამბობენ, რომ მათ არც სავალდებულო კარანტინი ეხებოდათ და არც ტესტირება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 8 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან განსხვავებით, სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დაასტურდა, 253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი