დაკეტილი საქართველო - ორმაგი სტანდარტები მოქალაქეებისთვის

გამოქვეყნდა:

საქართველოს საჰაერო სივრცე ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიხსნება, თუმცა, როდის ეს არავინ იცის. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საზღვრები უპირობოდ იხსნება და პირდაპირი ფრენები აღდგება, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს არ გაუჟღერებიათ კონკრეტული თარიღი, როდიდან შეძლებენ უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან საჰაერო მიმოსვლას.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიერ კოვიდ უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული ხუთი სახელმწიფოდან მოქალაქეები აეროპორტში კოვიდ 19-ის ე.წ პასპორტის გარეშე
წარსდგებიან. 
ადგილზე ტემპერატურა შეუმოწმდებათ და იმ შემთხვევაში, თუ ის 37-ს გადააჭარბებს, პისიარ ტესტი ადგილზე ჩაუტარდებათ.

ადგილზე ტემპერატურა შეუმოწმდებათ და იმ შემთხვევაში, თუ ის 37-ს გადააჭარბებს, პისიარ ტესტი ადგილზე ჩაუტარდებათ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქვეყანაში ჩამოსვლამდე, უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმაც, სადაც მოგზაურობის ისტორიას მიუთითებენ - სად იმყოფებოდნენ საქართველოში ჩამოსვლამდე ორი კვირის განმავლობაში.

განსხვავებული მიდგომაა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით - თუ შვებულების გატარება საზღვარგარეთ გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში დაბრუნებისას ორ კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა კვლავ მოგიწევთ.

რატომ მოქმედებს ორმაგი სტანდარტით საქართველოს მთავრობა თავისივე მოქალაქეების მიმართ? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ოპოზიციაში მთავრობის მიმართ ჩნდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" დღევანდელი გადაწყვეტილება საზღვრების ნაწილობრივ გახსნის შესახებ, საზოგადოებრივი წნეხის შედეგია, თუმცა არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი, რასაც მმართველმა გუნდმა უნდა უპასუხოს.

მთავარი მიზეზი, რის გამოც საზღვრები ნაწილობრივ იხსნება, ტურისტების ქვეყანაში შემოდინება და ტურისტული სექტორის ამუშავებაა. თუმცა, ეკონომისტებისთვის გაუგებარია, რატომ აირჩია მთავრობამ საზღვრების გახსნის პირველ ეტაპზე ის ქვეყნები, საიდანაც პროცენტულად საქართველოში ყველაზე ცოტა ტურისტი შემოდის. ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მთავრობის ნაბიჯები არათანმიმდევრულია, რაც ტურისტულ სექტორს საქმიანობის დაგეგმვაში ხელს უშლის.

ქვეყანა ნახევრად იხსნება,თუმცა პირველი რეგულარული ფრენის განხორციელების თარიღი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფრენებს ამ ეტაპისთვის ერთი კომპანია "ლუფტანზა" განახორციელებს.

ის კი, ვისაც მოგზაურობის ნოსტალგია აქვს, ბორტზე მდგომი გაურკვეველი ვადით ელოდება კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოდგომას და საზღვარგარეთ გაფრენას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი