სამოქალაქო პლატფორმა 20/20-სა და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი შემთხვევები განიხილეს, მათ შორის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალსა და გიორგი მუმლაძეზე თავდასხმაც.
ოდირის სადამკვირებლო მისიას ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი მტკიცებულებები მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტთან დაკავშირებით და შევახსენეთ, რომ დაირღვა ადამიანთა უფლებები ჟურნლისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის გამო, - ამბობს თენგიზ თევზაძე, პლატფორმა 20/20-ის წარმომადგენელი.
ინციდენტთან დაკავშირებით ეუთოს წარმომადგენლებს ჯეიჰუნ მუჰამედალიც შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მარნეულში თავს დაეხსნენ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს; ინციდენტისას დაზიანდა არხის ტექნიკაც.