„ეს საქმე სამარცხვინო იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - მაქარაშვილი კარტოგრაფების დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აქციის წევრებს შეუერთდნენ, რადგან საქმე ეხება იმ ორი ადამიანის დაკავებას, რომლებიც უსაფუძვლოდ არიან პატიმრობაში. ამის შესახებ მაქარაშივლმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღი სტუმარი" ისაუბრა.

ეს საქმე ძალიან სამარცხვინო იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ამ ადამიანების დაკავების უკან დგას დიდი, ძალიან მზაკვრული გეგმა, რომელიც უკვე თამამად შეგვლძლია გავშიფროთ, აქ არის პირდაპირ რუსეთის კვალი, - ამბობს გიგა მაქარაშვილი 

გადაცემაში მაქარაშვილმა ასევე თქვა, რომ აქცია გამაფრთხილებელია და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ამ საქმეს ხელისუფლებას არ შეარჩენენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი