თაბორის მთაზე დამალული გვირაბი - ოლიგარქის "კარის თამაშები"

გამოქვეყნდა:

ივანიშვილი თაბორის მთაზე საიდუმლო გვირაბებს თხრის. ეს არის მიწისქვეშა გასასვლელები, რომელიც მკაცრადაა გასაიდუმლოებული, და რომლის შესახებაც საპროექტო დოკუმენეტებში არაფერი იძებნება. საიდუმლო გვირაბების შესახებ დუმს ეკონომიკის სამინისტროც.

"ბევრი ვეძებეთ. არც გარედან, არც ზეციდან, არც რუკაზე და არც ოფიციალურ პროექტში გვირაბი არსად ჩანს. არადა თაბორის მთაზე მიწისქვეშა კონსტრუქცია ნამდვილად არსებობს" - ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კომპანია "ინსი ჯგუფის" დოკუმენტში იძებნება. იქ შავით თეთრზე წერია, რომ კომპანიამ თაბორის მთაზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ტექნიკური შენობის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები შეასრულა. დამკვეთი შპს "თაბორი რიზორთსია", რკინა-ბეტონის სამშენებლო სამუშაოებში კი 3 მილიონ ლარზე მეტია გადახდილი.   

"ინსი გრუპში" გვითხრეს, რომ გვირაბის მშენებლობა დაახლოებით 250 ათასი ლარი დაჯდა. გამოდის, რომ დანარჩენი 2 მილიონ 700 ათასი ლარი ამ ორსართულიანი ტექნიკური შენობის მშენებლობაში დაიხარჯა, რაც აბსურდია. გვირაბი მეხუთე კლასის მშენებლობაში გადის, ასეთი პროექტები არა დედაქალაქის მერიასთან, არამედ ეკონომიკის სამინისტროსთნ თანხმდება. 

ფაქტია, გვირაბი აშენებულია, თუმცა, საიდან იწყება, სად გადის და სად მთავრდება, არავინ იცის. მხოლოდ ის ვიცით,რომ სადღაც, პანორამა თბილისის ტერიტორიაზეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი