ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი საპროცესო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა, თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ უდავოდ ცნეს პროკურატურის ყველა მტკიცებულება და ბრალი აღიარეს.

მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მათ სამწლიანი პირობითი მსჯავრი და ორი ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან პოლიტიკური ელფერი მიიღო“, - განაცხადა ბუდაღაშვილმა.

დღეს გათავისუფლებულები 20-21 ივნისის მოვლენების დროს დააკავეს. 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაკავებულმა, ზურაბ ბუდაღაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, თუმცა ჩვენების არ მიცემის გამო მასთან მისული პირები დაემუქრნენ.

ამ დრომდე საპატიმროში რჩება 20 ივნისის ღამის შემდეგ დაკავებული ბესიკ თამლიანი. მან გუშინ გიგი უგულავას და გიორგი რურუას მიერ ციხიდან განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ "მთავარს" წერილი თავადაც გამოაქვეყნა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი