ვინ არის კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი - "მთავარმა არხმა" რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის სკანდალური ჩვენება მოიპოვა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხიდაშელს მისმა მეგობარმა, ბეჟან მაისურაძემ რუკების მოძიება სთხოვა. ბიზნესმენა რუკები რუსეთის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ინფრასტრუქტურის ცენტრიდან (ФСБ) საქართველოში ჩამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა.
საქმის მასალების მიხედვით, ხიდაშელი კარტოგრაფებს საზღვრის დადგენისას უფრო მსხვილმაშტაბიანი რუკის გამოყენებაში ადანაშაულებს.
კომისიაში მუშაობის დროს კარტოგრაფი ივერი მელაშვილი 1978 წლის და მის შემდგომ პერიოდში შედგენილ რუკებს იყენებდა. ხიდაშელი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის 1938 წელს შედგენილი რუკით იხელმძღვანელებდა საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
აღნიშნულ საკითხზე მე საუბარი მქონდა საქართველოს სახელმწიფო კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელ ივერი მელაშვილთან, რომელმაც აღნიშნა, რომ რუკებზე შეთანხმებული მონაკვეთების წითელი ფერის ხაზები მის მიერ ხელით იყო შესრულებული. ეს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2020 წლის 30 ივლისს და მე ბეჟან მაისურაძესთან ერთად კომისიის თავმჯდომარის, ლაშა დარსალიას მიერ მიწვეული ვიყავი, როგორც სპეციალისტი, - წერია ჩვენებაში.
მელაშვილი, ასევე წერს, რომ 2020 წლის პირველ აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში შეხვედრა შედგა, რომელსაც ბეჟან მაისურაძესთან ერთად ესწრებოდა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე მოწვეული იყო კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა, რომელმაც აღნიშნა, რომ 1938 წლის 1:200 000-იანი რუკა და 1:5000 000-იანი მასშტაბის 1936 წლის 1 აგვისტოს პერიოდისთვის შედგენილი რუკები შეცდომით იყო დაბეჭდილი.
გოგაშვილი წერს, რომ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ილიჩოვამ თქვა, რომ კომისიამ აღნიშნული რუკებით არ ისარგებლა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ჩვენების მიხედვით არც ივერი მელაშვილის და არც ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა არ მტკიცდება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.